ბევრჯერ, გულნატკენს ფეხს რომ გადგამენ, ასე გგონია, რაღაც მთავრდება, იმედდაკარგულ დარდიან ფიქრებს, გულის სიღრმეში ცრემლი წასკდებათ, როცა დაცემულს ზურგს შეგაქცევენ და ვერ ამჩნევენ შენში რა ხდება, ჩემთვის ეს გრძნობა უცხო არ არის, ვიცი, მკერდში, რომ გული გაკვდება, გამომიცდია, ვისაც ენდობი, ღალატი მისი სულს რომ აჩნდება, წაქცეული რომ არვის სჭირდები და არ აფიქრებთ რა გემართება, სწორედ ამიტომ უნდა წამოდგე, რაც დაითმინე მადლად დაგხვდება, უიმედობას არ შეეჩვიო, უფალმა შეგქმნა თავის ხატებად, თუ მოინდომებ და ცას შესწვდები, მაშინ არასდროს გაგიავდრდება, შენი ცხოვრება თვითონ მოხატე, ეს გზა უშენოდ არ დამთავრდება, ბედნიერება შენში მოძებნე, გულის სიღრმეში რომ იმალება, თუკი იპოვი, მაშინ გჯეროდეს, რაც გინატრია მ
ქუთაისი - ეს ის ქალაქია სადაც ძალაზე მეტად სიტყვა ფასობს. ქუთაისი - ეს ის ქალაქია სადაც მეობას ძეგლი დაუდგეს . ქუთაისი - ჩახუტების და მოფერების ქალაქია. ქუთაისი - საქართველოს გულია . ქუთაისი - ქალაქი სადაც დაიბადა ლადო ასათიანი . ქუთაისი - სადაც ერთმანეთი უყვართ და პატივს სცემენ.