Предыдущая публикация
დღეებს ვითვლი და ... დედა გავხდები,
სამყაროს სულ სხვა თვალით შევხედავ,
აყვავდებიან სულში ვარდები.
როდესაც ვიგრძნობ, პაწია გული
ჩემ მკერდთან როგორ დაიწყებს ძგერას,
დავაცქერდები შიშით, იმედით...
მშობელი რომ ვარ, კიდევ არ მჯერა.
ახალ სიცოცხლეს ვატარებ მუცლით,
ჩემ მხრებზე მადგას მთელი სამყარო,
შვილთან შეხვედრას თრთოლვით მოველი
და საოცრების ღრუბლებზე ვდგავარ..


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 7