იყო თმენა და ღამი თევები,
შენზე ფიქრები ცამდე ასული.
ერთი გაკოცო ლამაზ თვალებში,
მჭირდება შენი კოცნით დასტური.
მერე იქნება თბილი ალერსი
და ეგ თვალები მე რომ მაგიჟებს.
ჩაგეხუტები ისე ძლიერად,
როგორც ძლიერად შენ გამაგიჟე.
ასეა ჩემო ლამაზო გოგონავ,
ასეა ჩემო ტურფა მარია.
რომ გეკოცნება, რომ მეკოცნება,
ჩემი ბრალია, შენი ბრალია.
აკრძალულ სიყვარულზე მოგიყვები
ვისაუბროთ, იმ აკრძალულ სიყვარუზე,
რომელიც რომ არსებობას ითხოვს.
რომელიც რომ მომეფინა მფეთქვ გულზე,
რომელიც რომ გყინულ გულს მითბობს.
მოგიყვები თუ რა ძალით ფეთქავს გული,
თუ რა რიგად არითმიას იწვევ.
თუ რა რიგად დამეჩაგრა სიყვარული.
თუ რა რიგად ცეცხლში მიცეს ისევ.
შეგავედრებ,ამ თვალებსაც, ცრემლიანებს,
და თუ ერთხელ შეგებრალე მაინც.
და თუ ერთხელ გადმოხედავ ჩემს ბნელ ღამეს,
და თუ ერთხელ დროს დამითმობ წამით.
დარწმუნდები თუ რა ძლიერ შემიყვარდი,
თუ რა ძლიერ შენთან ყოფნა მინდა.
თუ რა ძლიერ მომერია ახლა დარდი
თუ რა ძლიერ შემიყვარდი წმინდად.