ასე ნაზი და ამო მშვენება?! - მოდის,სამყაროს დასაბამიდან, და არც არასდროს გადაშენდება. - მოდის ზეციურ სიანკარიდან, მზის ღიმილიდან,მერცხლის ბუდიდან. სიბრძნედ ქცეული სიჭარმაგიდან და ფრთაფარფატა სიჭაბუკიდან. - მოდის,ანკარა ნაკადულიდან, ვაზის ფესვიდან,მინდვრის ნამიდან. ნისლწაკონილი მთების სუნთქვიდან და ვარსკვლავების სითამამიდან. - მოდის,ლურჯთვალა განთიადიდან იის ფოთლიდან,ვაზის ბუჩქიდან. უთვალავ ფერთა ათინათიდან და გაღიმებულ მთვარის შუქიდან. - მოდის, ყვითელი ფოთოლცვენიდან, უფაქიზესი თოვლის ფიფქიდან, მიწის მადლიდან,უფლის ცრემლიდან და სიცოცხლეზე უკვდავ ფიქრიდან!.. …ზეცისმიერი მარადისობა, არავინ უწყის,გაქრება როდის. ეს სილამაზე,რომელიც კაცთა უსპეტაკესი სულიდან მოდის


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев