მამაკაცებში გადასახლდა დედათა სული – დედაკაცებში მამაკაცთა სული ჩასახლდა, ჩრდილი მოადგა, თალხი ჩრდილი სიცოცხლის სურვილს, ბნელ ხეობაში მიტოვებულს ვგავარ ნასახლარს. ვეღარც გადაღრღნილს ვიბაგუნებ მარჯვენას მკერდზე, თავი მოვიკლა – არ მიტოვებს დრო სხვა არჩევანს, ქართვლის დედებო! – საქართველო შეიდგით მხრებზე – რადგან კაცებმა უარი ვთქვით გადასარჩენად… თანდათან ლღვება წარსული და წარსულის ხიბლი, უბერავს ქარი და ნისლებში განქარდა მოთქმა, ვერც საიმედოს სახვალიოდ ვერ ვამჩნევ ირგვლივ, ვაგლახ ჩვენს შვილებს – უწარსულოდ მოუწევთ ყოფნა… კვლავ ცივი სისხლი გადამივლის დაფლეთილ გულზე, ხავსი მოედო, სისხლის ბორგვა ძალზე მდორეა, თვალცრემლიანი ჩემს ჩამოღლილ სამშობლოს ვუმზერ და ჩემი თავი გარდაცვლილი უკვე მგონია. ვდგავა