Предыдущая публикация
როგორ გელოდი როცა გიხილე,
გვიან განათდა დილა უჩვევი,
გვიან ვიგრძენი შენი სითბო და
შენი ალერსის მძიმე წუთები.
და დაზოგილი სუნთქვა, ხნიერი
მე საზეიმო ზარებს შევწირე,
მზე ამოვიდა უფრო ძლიერი
და აეფარა მღვრიე წერტილებს.
თეთრი პერანგით იდექ სარკმელთან,
თვალებში გედგა დარი ცინცხალი,
არ მაკვირვებდა თრთოლვა ბაგეთა
როცა შეიგრძენ მაშინ მითხარი..


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев