ლექსის ავტორი_-მიკე __ეხლა ვარ მარტო, გარეთ ქარია, სახლში კი თბილა მაგრამ დარდია. ერთი ნათურა მინათებს ოთახს, ჩემ გულში ამ დროს სიბნელე ოხრავს. წვიმით აღარ წვიმს მაგრამ ცრემლები მოედინება, და ყველგან ირგვლივ მოგონებები რომ ეფინება, მე ვამბობ: კმარას !!! დროა გაჩერდეთ, თქვენ არ ჩერდებით , ისევ აგრძელებთ და სწორედ ამ დროს რომ მეტირება, მოგონებები რომ ეფინება, მაშინ ვარ მარტო, გარეთ ქარია, სახლში კი თბილა მაგრამ დარდია, ერთი ნათურა მინათებს ოთახს, ჩემ გულში ამ დროს სიბნელე ოხრავს.
ლექსის_ავტორი_მიკე__ინანებ, ერთ დღეს,
ჩემს გარეშე მართლა
ინანებ!
მოგენატრები! დამიჯერე, მწარედ
იდარდებ... ერთ დღეს შეგიპყრობს
უჩემობის ძლიერი სენი, ვეღარ
გიშველის ეგ ამაყი სიმშვიდე შენი!
ინანებ ძლიერ იმ მძიმე წუთს, როცა
დამკარგე, მარტო დამტოვე და შენი
ბედი ასე განკარგე... გახსოვს? შენს
გულში ჩემი გულიც ძგერდა აქამდე,
სიცოცხლე არა! შენ ცხოვრების აზრი
დაკარგე! ინანებ იმ დროს, როცა
მიყვარდი თავდავიწყებით, არ
მოგასვენებს დარდი, ნაღველი,
წარსულის ხმები... დაგესიზმრება,
რომ სიყვარულს კვლავაც
მპირდები, გაგეღვიძება თუმცა
შენთან აღარ ვიქნები! ინანებ იმ
წამს, პირველად რომ ხელი შემახე
და შეიგრძენი სიყვარულით აღსავსე
ვნება... დაგტანჯავს ფიქრი
გრძნობები რომ ავად შელახე,
მაგრამ ოდესღაც თურმე ყველა
შუქურა