Предыдущая публикация
www.youtube.com/watch?v=78oSuSMmFsEთუ ჩემს ვაკუუმში ცოტა ჰაერია
მომაკვდინებელი,
რაღაც
სტაბილურად.
შენ ხარ
აშლილობა,
ჩემი, ფსიქიკური.
იქნებ მუტაცია,
მზარდი
სტადიურად,
გახდა თავხედი
და თითქოს
ცინიკური.
ახლა წარმოსახვას
ყელში წავუჭირე,
რაღაც იდუმალი
ჩნდება კონტაქტები.
მე შენს
სირთულეებს
მოკვლა დავუპირე,
ღამის კოშმარებთან დავდე
კონტრაქტები.
გავხდი
მომთხოვნი
და რაღაც
სიგიჟეა.
მხოლოდ
რეალობას ვექვემდებარები.
სულის საზღვრებს
იქით თუმცა
სიმშვიდეა.
სულის
ჰორიზონტსაც
ვეღარ ვეკარები.
ცრემლად
წამოვიდა
მთელი სინანული,
როცა
შენს თვალებში
სევდა გაერია.
როგორ
ვაკონტროლო
ჩემი სიყვარული,
თუ ჩემს ვაკუუმში
ცოტა ჰაერია?!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 1