მოვიპარავ, შენი გულის ყოველ ფეთქვას...
და ჩემს გულში, ჩვილ ბავშვივით შევიფარებ...
შენს სამყოფელს, თუნდაც ჯოჯოხეთი ერქვას...
მე შენს გამო, დემონებსაც შევიყვარებ...
მოვიპარავ, სუყველაზე გრძნეულ წამებს...
შენს ღიმილის, უტკბეს წუთებს მოვიპარავ...
თუკი, შენზე ტკივილები გამაწამებს...
მაგ ტკივილებს, მაგ ტანჯვასაც დავიფარავ...
მოვიპარავ, დეკემბრის თვის ბოლო თოვას...
მოვოპარავ, შენი ფეხის ნატერფალებს...
მოვიპარავ, გათოშილი ზამთრის თრთოლვას...
და შორეულ მოლოდინით, სავსე თვალებს...
მოვიპარავ, მე შენს დარდებს, გლოვას სუნთქვას...
მოვიპარავ, მე შენს წარბთა გაბრაზებას...
მოვიპარავ, იმას რაც კი ჩემთვის გითქვამს...
მოვიპარავ და დავმალავ როგორც მცნებას...
მოვიპარავ, ვიდრე აღარ გვიანდება...
სუყველაფერს, რასაც