Предыдущая публикация
მუდამ ჩემს გვერდით გხედავ,
ჩემი გამჩენი და ანგელოზი,
შენ ხარ ძვირფასო დედა.
სიყვარულია ცისკიდისზედა,
მესმის ხმატკბილი ნანა,
შენთვის ვიყავი პაწია მზე და,
მართლა მზე ვიყავ განა?
შენ ხარ ბავშვობის ტკბილი ზღაპარი,
პირველი მეგობარი,
ჩემი მომავლის, ცოდნის ლამპარი
სწორი გზის მკვლევი კვარი.
ახლაც ვგრძნობ შენი ხელების სითბოს,
შენს თვალებს ფიქრშიც ვხედავ,
წმინდა ხატება გულს მუდამ მითბობს,
ძლიერ მიყვარხარ დედა.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев