რომ არ გეპოვე ბეწვის ხიდთან, გზის გასაყარზე,
მე ზამთრის ქარში ცივ განთიადს ვერ გავუძლებდი,
ყოჩივარდებმა ორგულობა რომ დამაბრალეს,
შემომაგებე თბილი ხელი,როგორც იმედი.
გამასამართლეს,ამინდებმაც არ გამამართლეს
და არსებობაც გახდებოდა მალე სულერთი,
მაგრამ შენ შვებად სიყვარული გადამაფარე
და შემიკედლე,როგორც ჩიტი გამთბარ ბუდეში.
როდესაც თვალში სხივჩამქრალი ვეძებდი გზაკვალს,
სასტიკმა ქარმა არ დამინდო ზამთრის სუსხებში,
მოხვედი შენ და მომიტანე იმდენი ძალა,
რომ ამინდები გახდა თითქოს უკვე სულერთი.
წვიმს თუ დარია მიყვარხარ და არას დავეძებ!
სისულელეა სიყვარული დაკარგო ქარში,
ერთხელ,სულ ერთხელ მოგიყვები წარსულ დარდებზე,
და მერე ყველა მოგონებას უკვალოდ წავშლი.
ახლა ჩვენ ერთად ერთმანეთის სიმშვიდეს ვუვლით,
ნამდ
მოდით, სიყვარულს გაუმარჯოს, აავსეთ თასი ,
თვალებციმციმას, საფერებელს ნათელს და მზიანს,
ცრემლივით წმინდას, არაფერი რომ არ აქვს ფარსი,
ისეთ სიყვარულს, წუთისოფლის მადლი რომ ჰქვია.ეს იმ სიყვარულს გაუმარჯოს , გრძნობებს რომ შველის,
გაღიმილებად რომ მოჰყვება ღამეს გატეხილს,
ეს იმ სიყვარულს გაუმარჯოს გონჯსაც რომ შვენის,
ქარიშხალებად, ხმაურებად სულში ატეხილს.ყველამ შეავსეთ სასმისები , მაღლა ასწიეთ,
ალავერდები ყველა წყვილებს, გწყალობდეთ ბედი,
თუ გიყვარს დაბლა არ ჩამოსვათ, ხელში არწიეთ,
და თუ უყვარხარ, დალოცვილო დახარე ქედი.ეს გაუმარჯოს სიყვარულის ასახსნელ ენას,
მეტყველ დუმილებს და თვალებით წაკითხულ სათქმელს,
ფეხზე დაკიდულ აბდაუბდა ლექსების წერას,
სიცოცხლის ფასად საიდუმლოს არასდროს გამთქმელს.ეს გაუმარჯო
მე მტკივა შენში დარჩენილი ჩემი გრძნობები,
სუნთქვას რომ ვიკრავ შენი გულის ფეთქვის ხმა მესმის,
შენ თითქოს უცაბედად შეგეცვალა თვალების ფერი,
თითქოს სხვა გახდი ან ჩემს გულში გადასხვაფერდი.
რა გინდა ჩემგან?ჩემთან და ბედთან თამაშს აპირებ?
შენ ასეთი ხარ თუ უბრალოდ მე არ გეთმობი?
წლები რომ გავა ახლა რომ ტკეპნი იმ ადგილს ნახავ,
მაგრამ განვლილ დროს უკვე ვეღარ შეებრძოლები.
უკან მოხედვას დააპირაბ სუნთქვაშეკრული
მკითხულობ ლექსად, პოეტივით თავდაჯერებით,
მე ახლა სად ვარ? გავიზარდე თუ დავპატარავდი?
ასეთი გვიან მოსვლისათვის არ მემეტები.
შენ წახვედი და უშენო გზებზე ბევრი ვიარე,
ვიგაზაფხულე,ვიზამთრე და ვიშემოდგომე,
ნუ დაბრუნდები, დღეს სინანულს არა აქვს აზრი,
დიდი ხანია დავატარებ გაყინულ გრძნობებს.
თეონა კიკვაძ