შემეძლო ნდობა, გულის მოლბობა
მეგონა ნატვრა ხდებოდა სადღაც
ახლა კი ყველა იმედი გაქრა
სამყაროც თითქოს გაგიჟდა ალბათ
მართლა არ ვიცი რახდება, არა
ნიღბის ტარება ისწავლა ხალხმა
ნდობის კვალი კი საერთოდ არ ჩანს
ჭრელი ფერები შეცვალა შავმა
თბილი დღეები წვიმამ და ქარმა
სიკეთეს ფასი არ ადევს მართლა
სიყვარული კი უკვალოდ გაქრა
ცხოვრების წესი ძნელია მაგრამ
უნდა ვიცოცხლოთ სხვა გზა ხომ არ გვაქვს
მგლური კანონი იმეფებს მარად
უნდა მივუყვეთ ნოტების გამას
ისევ ვიღებავ სახეზე ღიმილს
ისევ ვატარებ ბედნიერ იმიჯს
ისევ მივაღწევ კვლავ დაღამებას
მერე თავიდან დავიწყებ დილით
ბევრიც იჯერებს ჩემს ყალბ ცხოვრებას
ბევრსაც ვუყვარვარ, ბევრსაც შურს ჩემი
ცოტა მიხვდება რა ხდება ჩემში
სხვა ვინ გამიგებს თუ არა ღმერთი
უკვე მომბეზრდა ეს ირონია
პირზე ღიმილის თამაშით ვიბრძვი
ეს ხალხიც თითქოს გადამიყვარდა
აღარ არსებობს ცხოვრება მშვიდი
ნეტავ სადამდე შევძლებ ვიცოცხლო
ნეტავ როდემდე გავუძლებ ტკივილს
ნეტავ დამთავრდეს ეს ყველაფერი
წუთსა და წამებს უაზროდ ვითვლი
არ ვარ უმანკო მოსული ციდან
არც ეს არ არის ადგილი წმინდა
მეგონა ნატვრა ხდებოდა სადღაც
ახლა კი ყველა იმედი გაქრა ..


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 11