შენ,რომ ჩემთან ხარ ისე მშვიდად ვარ,
ისე მშვიდად ვარ,
ისე დედიკო,
ლოცვა დამჭირდეს,ვიცი შემაწევ,
ფეხი დამიცდეს ვიცი,დამინდობ...
ათასი გზიდან მართალს ამირჩევ,
ყველა ტკივილებს უხმოდ გამიქრობ,
შელოცვასავით დამაფენ გულზე-
ერთად ერთ კითხვას-
შვილო,რა იყო....
და ჩემთან ერთად შენც მოიწყურებ,
ჩემს გულის ნადებს გულით გამითბობ,
მე ისევ ბავშვი,პატარა დედა,
ფიქრებს კალთაში კრძალვით ჩაგიწყობ...
გავიტრუნები,
-ან კი რას გეტყვი,
შენი ხელების სითბოს გულთან დავითბობ
და ავტირდები,როგორც წლებს მიღმა-
-მარტო შენ ერთმა,
შენ,რომ გამიგო....