”
”
თითქოს სიცივით აცრემლებულ მტრედის თვალებში…
მე შენს თვალებში ეპიტოლეს სევდით ვკითხულობ.
ოო როგორ მინდა შეგიხორცო გულის უბეში…
და მერე კოცნით გადაგკარგო უმისამართოდ..
ხატივით წმინდად დაწერილი სიტყვა მიყვარხარ…
ბარათზე როგორც ნატყვიარი ისე ატყვია..
და როგორც ძაღლი ერგულებით გულში ვინახავ..
ის რაც ამქვეყნად უფალივით ჭეშმარიტია..
თაფლის სანთლების მზერის მიღმა ვითბობ ოცნებებს…
როგორც სალოსი განდეგილი ბრბოთა ხელიდან..
მე ნათლად ვიცი თუ რაა არის გულს რომ იმონებს…
და ეშმაკები რად ვერ შლიან ფრასკას ტაძრიდან…
იქნება სიტყვით ვერ გითხარი სულის ტროპარი…
თებერვლის ღრუბლის ცრემლიანი ცივი პალიტრა…
ზოჯერ ღვინოში არეკლილი შენი მოძღვარი…
სევდით მდუმარეს თანაგრძნობით გულში რომ გიკრავს..
თითქოს სიცივით აცრემლებულ მტრედის თვალებში…
მე შენს თვალებში ეპიტოლეს სევდით ვკითხულობ…
ოო როგორ მინდა შეგიხორცო გულის უბეში…
და მერე კოცნით გადაგკარგო უმისამართოდ...ზ.ბ..


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев