კუში საწოლში წევს,არნავი კი მას ეფერება.ცოტახანში ის ტოვებს კუშის და ოთახიდან გადის.კუშის ამ დროს სინამდვილეში არ სძინავს.არნავის წწასვლის შემდეგ ის თვალებს ახელს.არნავი ამ დროს ანჯალიზე ფიქრობს და იტანჯება.ის ანჯალის ოთახში შედის და ხედავს რომ იქ არავინაა.არნავი დას ეძახის,მაგრამ მისი ხმა არსაიდან ისმის.შემდეგ არნავი მას ბებიას ოთახში იპოვის.მას უნდა რომ დას დაუძახოს,მაგრამ ბებია აფრთხილებს რომ ხმა არ ამოიღოს.ცოტახანში ბებია არნავთან მიდის და ეუბნება რომ ანჯალი თავს ცუდად გრძნობს და კარგი იქნება ცოტა ხნით თუ დატოვებს.არნავიც გადის ოთახიდან. პაიალი აკშზე ღელავს და მას ტელეფონზე ურეკავს.აკაში ამ დროს სახლში ბრუნდება,პაიალი მას ეუბნება რომ ძალკიან ღელავდა.აკაში მას პასუხს არ სცემს,ის გაბრაზებულია პაიალზე რადგან შიამზე სიმართლე დაუმალა.პაიალი ცდილობს აკაშთან საერთო ენა გამონახოს,თუმცა მათ შორის იმის მაგივრად რომ ყველაფერი მოგვარდეს დიდი უთანხმოება ჩნდება. არნავი ოთახთან შესასვლელ კიბეებზე ჯდება.ის ყველაფერზე ერთად ფიქრობს და თავს ძალიან ცუდად გრძნობს.ის დასთან გატარებულ განსაკუთრებულ მომენტებს იხსენებს.ამ დროს თავისი ოთახიდან კუში გამოდის და არნავს გვერდით უჯდება.ის არნავს მკლავზე ებღაუჭება.ისინი უსიტყვოდ ამხნევებენ ერთმანეთს. ანჯალი ამ დროს იმას იხსენებს თუ როგორ გაულაწუნა არნავმა შიამს.ამ დროს მას ბებია უყურებს.ცოტახანში ანჯალისთან კუში შემოდის.ის ხედავს ანჯალის მდგომარეობას და ოთახიდან იმწამსვე გადის. ბებია და კუში არნავთან გადიან.ბებია არნავსა და კუშს ეკითხება თუ როგორ გაიგეს სიმართლე შიამის შესახებ.არნავი ყველაფერს თავიდან იწყებს.ის იწყებს მოყოლას იმ დღიდან სადაც შიამი და კუშ ერთად დაინახა.ის უყვება ბებიას რომ კუშის ნათქვამი (სადაც ის სთხოვსშიამს ანჯალისთან გაყრას) არასწორად გაიგო.მან იფიქრა რომ კუში ანჯალის ოჯახს დაუნგრევდა და სწორედ ამიტომ მოიყვანა ცოლად.ის ყველაფერს აკეთებდა რომ ამ ხნის განმავლობაში კუში გაემწარებინა.შე მდეგ როდესაც ის გაიტაცეს კუში ყველაფერს აკეთებდა მის დასახსნელად..ბებიას თავზარი ეცემა ამის გაგონებაზე.ბებია კუშისა და არნავს სთხოვს რომ ჯერჯერობით ანჯალისგან თავი შორს დაიჭირონ,რომ სიმართლეშ გაერკვეს. დილით არნავი ანჯალისთან შედის და მასთან საჭმელი შეაქვს.ანჯალი მას ზედაც არ უყურებს.არნავი დის ოთახიდან გამოდის კუშს მისთვის წამალი შეაქვს.მოულოდნე ლად ისინი შემთხვევით ეფეთებიან ერეთმანეთს.ეს რამდენჯერმე განმეორდება,შემდეგ კი არნავი სპეციალურად დაიწყებს ამის გაკეთებას (ამ მომენტში ძალიან საყვარლები არიან.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев