დილა რომ გათენდება,თურმე ღვთისმშობელი ელოდება,როდის მივესალმებით მას:"გიხაროდენ მიმადლებულო"...დიდება უფალს,თუ ჩვენი გონებაც დილიდანვე ამისკენ მიიქცევა,რადგან მთელი დღე ამგვარი კურთხევითვე წარიმართება! შეგვინდოს ყოვლადწმინდამ ყოველი დილა,როდესაც ვერ და არ მივესალმებით,მადლი ამ სიტყვების არასოდეს მოგკლებოდეთ! გაგახაროთ დედამ სიხარულისა ! ლამაზ დღეს გისურვებთ ყველას.
ყველას გთხოვთ უბრალოდ წაიკითხეთ ...
"ფეხმძიმე ქალის მუცელში ორი ყრმა საუბრობს.ერთი-მოწრმუნე, მეორე-არა.
ურწმუნო ყრმა: გრწამს მშობიარობის შემდგომი ცხოვრების?
მორწმუნრე ყრმა: რათქმა უნდა. ყველამ იცის, რომ შობის შემდგომი სიცოცხლე არსებობს. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ მოვღონიერდეთ და მისთვის მოვემზადოთ, და იმისთვისაც, რაც ჩვენ მომავალში გველის.
ურწმუნო ყრმა: რა სისულელეა! შობის შემდგომი არავითარი ცხოვრება არ არსებობს! შეგიძლია წარმოიდგინო როგორი შეიძლება იყო ეს ცხოვრება?
მორწმუნე ყრმა: მე დეტალები არ ვიცი, მაგრამ მრწამს, რომ იქ მეტი სინათლეა და ჩვენ შეიძლება სიარულიც შევძლოთ და საკუთარი პირით ჭამაც.
ურწმუნო ყრმა: ბოდვაა! როგორ შეიძლება, რომ იარო და თან საკუთარი პირით ჭამო! ძალიან სასაცილოა