მივდივარ, შენს გულში ვერ ვნახე ადგილი,
ვერ მოგეც სინათლე, საღამოს ბინდი ვარ,
მერწმუნე, ეს წასვლა არ არის ადვილი,
ღიმილებს გიტოვებ, ცრემლებით მივდივარ..
ჩენს თვალებს შერჩება ტკივილის ფერები,
გარიდებ ცრემლებს და წამებიც დავთვალე,
წასვლისას, ერთხელაც მომხვიე ხელები,
ხელები, ოდესღაც ჩემად რომ ჩავთვალე.
მეგონა, სულ მცირე სიხარულს მომცემდი,
მიკივის სული და თვალთმაქცად მშვიდი ვარ,
შენ ხომ მე ყოველთის ასე მაოცებდი,
ღიმილებს გიტოვებ, ცრემლებით მივდივარ.
ცერებზე ვიწევი, გულზე რომ გაკოცო,
იქ, სადაც საჩემო ადგილი ვერ ვნახე,
წასვლისას, ალალად მინდა რომ დაგლოცო,
ნამდვილი გრძნობებით დღეგრძელი მენახე.
მომისწრო საღამომ, ისედაც ბინდი ვარ,
დრო, ისე აჩქარდა წამებსაც ვერ ითვლის,
გიტოვებ ჩემს გულს და უგულოდ მივდი
3მარტი გაზაფხულის პირველი დღესასწაული,დედის დღე..ვულოცავ ამ ლამაზ დღეს ჩემი დედიკოს და ყველა დედას ამქვეყნად,ვუსურვებ მშვიდობას ჯანმრთელობას ბედნიერებას და გახარებას, საამაყო შვილების აღზრდას,შვილებს კი მუდამ ქონოდეთ უნარი დააფასონ და უყვარდეთ დედები,დედაშვილობა ეს არის ძალა,რომელსაც ვერავინ და არავინ შეედრება,ამაზე უფრო მტკიცე ,უანგარო და ურყევი,არაფერი არსებობს ამქვეყნად,უფალი გფარავდეთ და დედაშვილობის ძალამ განგამტკიცოთ...მე კი როგორც ყოველთვის შევეცადე ულამაზესი სლაიდშოუთი მომელოცა თქვენთვის ეს გაზაფხულივით მშვენიერი დღესასწაული...