სიტყვების გარეშე მივხვდები
ცრემლების გარეშე მიცქირე თვალებში,
გაჩუმდი...არ მითხრა რომ აღარ გჭირდები,
და ჩვენი ოცნება გაქრება წამებში....
არ მითხრა გათოშილ ხელებს ვერ გაგითბობ,
რომ აღარ მოჰყვები იმ ლექსებს თავიდან
ყველაფერს გაფიცებ არ მითხრა არასდროს,
ის დრო,ოცნებები შორს სადღაც წავიდა...
გაჩუმდი და მხოლოდ თვალებში მიცქირე,
თითებით შეგეხო დღეს დათვლილ წამებში,
მინდა რომ შევიგრძნო მე შენი სიცივე
გიცქირო ცრემლებით დატბორილ თვალებში...
რომ წვიმა მოვიდეს გათელოს სამყარო,
შენს თვალწინ ოცნებამ იცვალოს ფერები,
რომ თავი მოიკლას სიცოცხლემ საბრალომ,
და სევდა ჩავჭიდო ძლიერად ხელები....
გაჩუმდი სიტყვების გარეშე მივხვდები,
სიყვარულს არ შვენის ცრემლების თარეში,
გაჩუმდი არ მითხრა რომ აღარ შევხვდებით,
ისედაც ვკითხულობ შენს დაღლილ თვალებში..


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 29