გოგონა აფხაზეთიდან
სოხუმის დაცემის უკანასკნელი წუთები იყო ხალხი სახლებს ტოვებდნენ. ირგვლივ სისხლის გუბეები იდგა. ქუჩაში ეყარა გარდაცვლილები. დედაჩემი და მამაჩემი აფხაზ მეზობლის გოგონასთან ერთად გარბოდა რომელსაც მშობლები არეულობაში დაკარგვია. მამაჩემს ჩემი უფროსი ძმა ჰკავებია ხელში მე კი სულ ორი კვირის დაბადებული ვყოფილვარ, დედაჩემს ავეხუტებინე გულზე.
სოხუმიდან, ოჩამჩირედან და გალიდან გამოქცეულმა ათასობით ქართველმა ჭუბერის უღელტეხილი ფეხით გამოიარა. მათი ნაწილი ვერტმფრენის მოლოდინში გენწვიშში გაჩერდა. აქ იკარგება ჩემი მშობლების კვალი, რადგან დედაჩემს ჩემი თავი გადაუცია ამ აფხაზი გოგონასთვის რომელიც ვეტრფრენში ასულა. დედა, მამა და ჩემი ძმა კი ვერ ასულან ადგილი არ ყოფილა მეტი.გოგონა თბ