ნოემბრის ქარი სუნთქვას ტოვებს შიშველ ხეებში,
გული კი ბედთან ვერ დაზავდა და ვერ მორიგდა,
მე მოვალ შენთან შემოდგომის ბოლო დღეებში,
მოვალ და ჩემგან სამახსოვროდ რამეს მოგიტან...
როს თვითმკვლელივით დაეშვება მთვარე ხიდიდან,
და მაშველებად მიჰყვებიან ციდან ღრუბლები,
მოვალ და გეტყვი - ღალატია, როცა მიდიხარ,
ზამთრის გადამფრენ ფრინველებზე გესაუბრები.
მოვალ და სულის გავაშიშვლებ შენს წინ კორიდას,
რომ დაინახო მარტოობის მკვეთრი ბზარები,
მოვალ და ლექსებს წასაკითხად აღარ მოგიტან,
უბრალოდ გთხოვ, რომ წაიკითხო ჩემი თვალები.
და რაკი მოვალ, ნუ გგონია, რაიმე გკითხო,
როს ხის ტოტებში შემოდგომის სუნთქვა მიწყდება,
მოგიტან ღიმილს და ნაცნობი თითების სითბოს,
აღარ მოგიტან ალერსსა და თავდავიწყებას.
მოვალ და თავგზა აებნევათ
“ჩვენ შორის არის ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი და ა რ ა ფ ე რ ი…
და ამ უსასრულობით გაჯერებულ ვეება სამყაროში დასეირნობს პატარა და დამფრთხალი ფიქრი… ჩვენს შორის არის დრო, დრო, რომელიც დიდ დუმილს იტევს და ამ დუმილში არის ის არაფერი, რომელსაც ჩვენთვის ყველაფერი ჰქვია… დროსა და სივრცეში აცდენილი ნაფეხურები კი ჯიუტად ეძებენ ერთმანეთს და ფიქრად ქცეულები, ჩვენი ოცნებების სამყაროში დასეირნობენ… ჩვენ შორის არის ყველაფერი და არაფერი…”
ხანდახან საკმარისია ერთი მომენტის გამო დაივიწყო მთელი ცხოვრება, მაგრამ ხანდახან მთელი ცხოვრება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დაივიწყო ის ერთი მომენტი.....