ხანდახან ისეთი პატარა ვარ,
წერტილიც არა ვარ მიწის.
ისეთ მცირეზე ავტირდები,
ბავშვიც კი დამაყრის სიცილს.
ხანდახან ისეთი მამაცი ვარ,
ტყვიას ავაფარებ სახეს.
გული არ მეტევა საგულეში,
მართლა გავაოცებ მნახველს.
...
ხანდახან ისეთი შეშლილი ვარ,
სამყარო ვერ მიტევს თითქოს.
ცისხელა სიყვარულს ამოვაფრქვევ,
სანაცვლოდ უმცირესს ვითხოვ.