დედას ფრონტიდან დედი იცი? აქ ძაან ცივა, და თან მძვინვარებს სიკვდილის ცეცხლი. იცი?ჭრილობები როგორა მტკივა.. ჩემი კი არა, ბიჭების დედი. ტყვია წვიმასავით გვსეტყვავს და ცვივა, უკუღმა დაბრუნდა დღეს ჩვენი ბედი. ხან წარღვნა მოვა წითლად ნაღები და ხანაც გვანგრევს,გვახელებს მეხი. ვდგევართ ურყევად და მაინც ვიბრძვით, ტყვიით გვენგრევა ბეჭები,მკერდი. მერე რა,თუკი დღეს ან ხვალ მოვკვდი, ჩემს გარდა იცი ბევრია მკვდრები. დე ..უკვე ბევრი ჩამაკვდა ხელში, სისხლად დაცლილებს ვერაფერს ვშველი. იცი?მე თავად დავმარხე ძმები და ეს სიცოცხლეა? სიკვდილის ფერი. მოგვიმარტოვეს ალყაში მტრებმა, როგორც ტურებმა ბებერი მგლები. სიცოცხლის მჯერა სიკვდილის შემდეგ ამიტომ სიკვდილსაც ამაყად ველი. დედი,ქუხს ირგვლივ,გვწვავს ცეცხლი ომი
როდესაც მათ იქორწინეს, ეს დათქვეს პირველივე დღეს.
ახლად დაქორწინებულმა ცოლმა და ქმარმა გადაწყვიტა, რომ არავისთვის კარი არ გაეღოთ, ვინც მათთან მოვიდოდა სახლში. პირველივე დღესვე ახალ წყვილთან მოსანახულებლად ბიჭის მშობლები მივიდნენ. როდესაც მშობლები კარის გაღებას ელოდებოდნენ, წყვილი კარებთან იდგა. ერთმანეთს გადახედეს, ქმარს ძალიან უნდოდა გაეღო კარი, მაგრამ როგორც დათქმული ჰქონდათ, სიტყვა არ გატეხეს, ისე მოიქცნენ და კარი არ გააღეს. მშობლები წავიდნენ. ცოტა ხნის შემდეგ იმავე დღეს, წყვილის მოსანახულებლად გოგონას მშობლები მოვიდნენ. წყვილი ისევ კართან იდგა, გადახედეს ერთმანეთს, ფიქრობდნენ. ამ დროს გოგონას ხმამაღალი ტირილი წასცდა „მე არ შემიძლია ეს გავუკეთო ჩემს მშობლებს“ და კარი გააღო. ქმარმა არაფერ