შანსი მომეცი, უფალო გესმის?
სანამ თვალებში ზეცის ფერია.
მე სიყვარულით მინდა დავბერდე.
გულს მისი ვალი შემორჩენია.
გთხოვ მიმითითე იმ წალკოტისკენ,
სადაც ლურჯთვალა კესანებია
და მაპოვნინე ჩემი სამყარო,
მასში ვინც ჩემს გულს ვერ შელევია.
ასე მგონია ბედი გვერდს მივლის.
მის ნაკვალევში მხოლოდ ცრემლია.
შენც კარგად იცი, რომ ჩემს ბედ-იღბალს,
შარბათში შხამი გაურევია.
ბედნიერებას როგორ ვეწიო,
თუ მარტოობა ჩემი ხვედრია?
უკვე დამღალა ცრემლმა, ღიმილს რომ
გულზე ტკივილად დაუბნევია.
მხოლოდ სიყვარულს ვითხოვ უფალო,
რადგან ის ჩემთვის ყველაფერია.
მისთვის მაცოცხლე, გულით რომელშიც,
მთელი სამყარო დამიტევია.
სული აფეთქებულ აპრილს მიგავს,
გული სიკეთისთვის გამიღია,
ჩემგან გაცემული სითბოს ნაცვლად
უკან გულის ტკენა მიმიღია,
მაგრამ ბოროტებამ ვერ დამძლია,
ცეცხლი სიძულვილით არ მინთია,
ხატის წინ მლოცველსა და ცრემლმდინარეს,
მტრისთვისაც სანთელი ამინთია!
ვისაც ფიქრი აქვს გაყინული,
გაუთბე ღმერთო,
ან ვისაც დილას ღამე უდგას
აუნთე მზე და
ვის სულშიც ახლა ზღვები ღელავს
უწყნარე ურვა...
ვისაც კი შია ამ წუთას ღმერთო,
მიეცი სარჩო,
ვისაც კი ცხელა და უდაბონდ ექცა ქვეყანა
უჩინე წყარო...
ვისაც კი სტკივა ახლა ღმერთო,
მიჰმადლე შვება,
ვინაც არ იცის სად წავიდეს
წასასვლელი უჩინე ქუჩა...
ვისაც კი ახლა ცრემლებამდე სჭირდება სითბო,
წამით ანახე ნატრული და
დაათბე ღმერთო...
და ვისაც შენი სასწაულის იმედის ჯერა-
ჩემო უფალო,ამ წუთებში ვინც გიხმობს ქვეყნად
ყველას ეფინოს შენს მიერი წყალობა-ჯვარი,
გლახაკისათვის უცხო გამვლელს ეწიოს მადლი ....
ვისაც ფიქრი აქვს გაყინული,
გაუთბე ღმერთო...
დედაო ღვთისავ...დედაო ღვთისავ... ეს ლოცვა მიიღე ჩემგან... გთხოვ შეისმინე ჩემი წუხილი, ძლიერ შემიპყრო სევდამ... შენს ხატთან ვდგავარ მუხლმოდრეკილი დავცქერი წმინდა სანთელს, სანთელი იწვის, ბევრ ტკივილს იტანს, მაგრამ არ ამბობს სათქმელს... სევდამ მოიცვა ჩემი ფიქრები, ლოცვა მომინდა გულით... გთხოვ დაიფარე ყველა ცოდვილი წმინდა გახადე სულით... ვიცი შევცოდეთ და ამიტომაც ყველა ჩვენს ცოდვას ვიმკით, შეგვიმსუბუქე სასჯელი მცირედ, მადლობას ლოცვით ვიტყვით...
ქალი
სულით უმანკოა… ცხოვრებით ხშირად მანკიერი… ქალს კლავს უიმედობა, უსიყვარულოდ ყოფნა და უაზრობა… ის ყოველთვის უჩვეულოა… ამოუცნობი… და თანაც ყველაზე ურცხვი..
ქალი არ არის მარტო ქალი… ის არის ხშირად აზრიც..
ბუნების, ცხოვრების ფიქრების წამების აზრი… ის არის ყოველთვის ყველაფერზე მეტი… ქალის სიწმინედ და პატიოსნება შეუბღალავია, და თუ შეიბღალა მაშინ ის
ყველაზე ბოროტია…
ქალი კეთილია, მაგრამ ყოველთვის საეჭვოდ „კეთილია“.. ქალი
ხანდახან ძლიერია, ხანდახან სუსტი,რაღაცნაირად
დამანგერველი ძალის მატარებელი… ქალი ვარდია… ყველაზე ეკლიანი ვარდი… ქალი ხშირად ანგელოზია,
კიდევ უფრო ხშირად ეშმაკზე უფრო დიდი ეშმაკი.. ქალი მოტაცებული წამია… ქალი ბავშვია… ქალი ოცნებაა..დადაღული და ფაფარაშლილი… ქალი ჩაგვირისტებულ