ნეტავ იცოდე უკვე მერამდენედ მომენატრე..
მერამდენე ღამე გავათენე შენზე ფიქრში..
მერამდენედ ვცადე ,რომ უბრალოდ ჩემი გონებიდან წამეშალე..
ნეტავ იცოდე როგორ მძაფრად მახსოვს შენი სურნელი,
შენი ჩახუტება,
შენი კოცნა,
შენი ღიმილი..
მახსოვს ის მუსიკა,რომელიც პირველად შენთან ერთად მოვისმინე და ახლაც,რა დროც არ უნდა გავიდეს,ამ მუსიკაზე ყოველთვის შენ გამახსენდები..
დრო?
დრო გრძნობებს არ აქრობს, უბრალოდ ანელებს ,
და ეს განელებული გრძნობა ყოველთვის გაგვახსენებს თავს..
გახსოვს რომ გითხარი - შენ გარეშე როგორი ბედნიერიც არ უნდა ვიყო,ყოველთვის მაინც შენ გამახსენდები მეთქი?
არ მომიტყუებიხარ.
ბედნიერი ვარ,მაგრამ შენ გარეშე..
და ეს ბედნიერებაც ზუსტად ამიტომ არ არის სრულყოფილი...
უბრალოდ მინდა შენი ხელი მეჭიროს ხელში და მინდა,რომ აღარასდროს გამიშვა❤️
✍️ Salome Pkhaladze


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев