***
ახალჭალიდან ასხამდე მთვარიან ღამეს ვივლიდი,
ხვამლის მთას ვინახულებდი სადაც სიწმინდე ფრთებს იშლის,
გათენებისას ცხენისწყალს მივაგებებდი მზერას,
,,უსახელაურს" დავკრეფდი ,,უსახელაურს" ჩვენსას.
ჭიქელაშს ნისლი ჩამოწვა,ნისლში გავშალოთ კარვები,
ცაგერის თავზე ავაგოთ სამლოცველო და სახლები,
სიწმინდეს მთები აფრქვევენ ოღონდ დანახვა უნდა,
ლეჩხუმის წმინდა ქვაბულში ლეჩხუმის სული დუღდა,
ასე იდუღებს ძარღვებში მთის უძველესი სისხლი,
,,გუდულაშიდან" ტევრამდე სულ ლაჯანური მიჰქრის,
დაუმონავი ტალღები და უპოვარი სული,
,,ოჯალეშს" ცრემლი მოაწვა,ფარელს კი ბინდი უცდის,
,,მურს" ჩაეძინა ძველ დროში,სადაც დამთავრდა ომი
მაქსიმეს ტაძარს დარაჯობს ლეჩხუმის მთა და გორი.
ბინულს კალმახი აუყვა,ცხენისწყალს თავის დარდი,
,,გველემბა