გულზე ჯვარი რომ გკიდია, იცი
განა მისი ფასი ? ჯვარზე კაცი რომ
ჰკიდია, იცი განა მისი ფასი ? არ თქვა, რომ
იცი ფასი...! პური არის ხორცი მისი... იცი განა
პურის ფასი ? იცი განა მადლი მისი ? არა თქვა,
რომ იცი ფასი...! ღვინო არის სისხლი მისი... იცი
განა ღვინის ფასი ? მიწაშია ფესვი მისი...! იცი
განა მიწის ფასი, სადაც დედა იშვა მისი ? იმავ
დედამ მიწას უშვა სულიწმიდით შვილი მისი....
იცი განა დედის ფასი ?გტკივებია დარდი
მისი ? გილოცნია დედა ისე, როგორც დედას
შვილი მისი ? არა თქვა, რომ იცი ფასი...! ის
ერთია- შენ - ათასი...! ის ღმერთია და ღვთის
ფასად ზეცაშია მისი ფასი...!!!
იმ ქალს გაუმარჯოს, რომელსაც ცრემლებამდის მონატრება შეუძლია...... და იმ კაცს გაუმარჯოს, ვისაც ამ ცრემლების დაფასება შეუძლია.... ეს იმ პატარა გულს გაუმარჯოს, უდიდესი ოცნებების დატევა რომ შეუძლია... ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს,ვისაც მართლა სიყვარული შეუძლია.....
თვალებს ცრემლები ისევ ესტუმრა... გულს კი მოაწყდა დარდი, ცა მოიღრუბლა ალბათ იწვიმებს... ჩემს ცრემლებს წვიმა წაშლის. გავყვები მერე წვიმიან ქუჩას... როგორც მიყვარდა მაშინ... ადრე... წვიმაში გულს უხაროდა, დღეს კი აივსო დარდით. იწვიმე ცაო, ძლიერ იწვიმე... არ მოგერიდოს არვის... ალბათ შენს გულსაც დარდი აწუხებს, ცრემლები მიტომ დაგდის. ისე იწვიმე... რომ მთლად დავსველდე... ჩემს ცრემლს შევურევ შენსას... ვერვინ მიხვდება მე რა მატირებს... და ვიტყვი... რომ ეს შენ ხარ..