Предыдущая публикация
თუკი შემიყვარდი,
უნდა დაგიჩემო ქალავ...
ნეტა ახლოს მყავდე,
მოგეფერებოდი,
გულზე ჩამომფენდი
დალალს...
სხვა გზა აღარაა
ჩემი უნდა იყო,
ჩემთან უნდა იყო მალე,
თორემ ვინ რა იცის,
ხვალე რა იქნება,
იქნებ არც კი იყოს
,,ხვალე..."
წარსულს სიყმაწვილე
ისე შერჩენია,
ვერც კი გამიგია,
ვერც კი...
ცოტა შემცვალეს და
ცოტა შევიცვალე
თმაში შერეული
ვერცხლით...
მაგრამ არ მტოვებს და
ისევ ჩემთანაა,
რაც დროს მივაბარე
გუშინ...
იქნებ მზე ჩადის და
სული ღმერთთანაა,
მაგრამ აპრილია გულში...
მინდა მოვიდე და
სითბო დაგიტოვო,
ვიდრე ამ ქვეყნიდან წავალ,
ისე მიყვარხარ და
ისე მენატრები...
უნდა დაგიჩემო ქალავ!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 15