ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე,მაგრამ დედა კი - მხოლოდ ერთია.დედა ერთია ვით მზის ამოსვლა. ვით უკდავება, დედა ერთია,და ქვეყანაზე ომის დაწყებაეგ იგივეა - დედას ესვრიან.ახალს ლანდივით შორდება ძველი,ცხოვრების გზაზე ვის არ შეცვლიან,არ გაჩენილა დედის შემცვლელი, -სილამაზე და დედა ერთია.დედა ერთია ვით სინანული,ვით სისპეტაკე, დედა ერთია,სიკვდილისათვის თვალის ამოთხრამხოლოდ დედას თუ გაუბედნია.დედამ დათესა ეგ სილამაზე,დასაბამიდან რასაც ეტრფიან,ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე,მაგრამ დედა კი მართლა ღმერთია