ადამიანის ცხოვრებაში სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ზოგჯერ ხშირად და საუკეთესო შემთხვევაში უიშვიათესადაც დგება, დრო განშორებისა...ჩემს ცხოვრებაში, სამწუხაროდ, უკვე არაპირველი განშორების დრო დადგა! მე არ ვიცი რამდენად ყოფილა სხვა განშორებები ჩემი ინიცირებული, ან ეს რამდენად დამბრალდება ამჯერადაც მე, მაგრამ ვიცი რომ ეს ”რაღაც” აუცილებლად ძალიან სასწრაფოდ უნდა მორჩეს!ყველა განშორფებას საკმაოდ მტკივნეულად განვიცდი და საკმაოდ დიდი დრო მჭირდება ხოლმე აზრზე მოსასვლელად, მაგრამ 2-3 დღის წინ დავფიქრი და მივხვდი, დაუშორებლობა უფრო მტკივა ვიდრე ეს განშორების სუნი.
ბავშვობაში წაკითხული წიგნი, ისე ძლიერად იდგამს ფესვებს შენში, რაც არ უნდა წაიკითხო მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე, ასეთ ძლიერ შთაბეჭდილებას ვერაფერი მოახდენს და ვერ გახდება შენი იდენტობის ნაწილი.დავფიქრდი, რომელი იყო ჩემთვის ასეთი წიგნი; ბევრი წამიკითხავს, ერთი ამოსუნთქვით, წიგნის სამყაროში ცხოვრებით, შეგრძნებებით, დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით, სხვადასხვა ღირებულების მატარებელი, ეპოქის, ავტორის, მაგრამ როდესაც ახსენებენ წიგნიდან მიღებულ შთაბეჭდილებას, ყოველთვის ერთი წიგნი მიდგას თვალწინ, ეს არის – ჯეკ ლონდონის “დიდი სახლის პატარა დიასახლისი”.სცენაც მახსოვს. ზაფხულის არდადეგებს ერთი ჩვეულებრივი დღე იყო სოფელში. კიბის ქვეშ დამაგრებულ ჰამაკში ჩავწექი და დავიწყე. არც ისე დიდი წიგნია, თუმცა ვერ
ნეტავ ჩემს ყურთან სუნთქავდე ახლა
და არასოდეს არ შევიცვლები
ნეტავ შენს სურნელს ვგრძნობდე დილიდან
და თუნდაც ღამით გარდავიცვლები....
ნეტავ ჩემს მკერდზე ვგრძნობდე შენს ხელებს
კოცნით გამთბარი რომ გაქვს თითები
თუ ლეგენდაა ეს სიყვარული
მაშინ შექმენით ჩემზე მითები
წერეთ პოემა წერეთ დრამები
უსიყვარულოდ როგორ ვიცლები
გულით ვატარებ ამ გრძობას მუდამ
და მერე ჩუმად გარდავიცვლები..
როგორ გიხდება ეს გაღიმება..და საფეთქელთან თმები ჭაგღარა..შენ რომ გიყურენ გული მიკვდება...სატრფოდ დიდი ხარ მამად პატარა...როდესაც მნახე რატომ თქვი ჩემზე! ბავშვი არისო ბავშვი პატარა...და თუ ბავშვი ვარ ამ ბავშვის გულმა..ამხელა კაცი როგორ გატარა...