დავფიქრდი, რომელი იყო ჩემთვის ასეთი წიგნი; ბევრი წამიკითხავს, ერთი ამოსუნთქვით, წიგნის სამყაროში ცხოვრებით, შეგრძნებებით, დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით, სხვადასხვა ღირებულების მატარებელი, ეპოქის, ავტორის, მაგრამ როდესაც ახსენებენ წიგნიდან მიღებულ შთაბეჭდილებას, ყოველთვის ერთი წიგნი მიდგას თვალწინ, ეს არის – ჯეკ ლონდონის “დიდი სახლის პატარა დიასახლისი”.სცენაც მახსოვს. ზაფხულის არდადეგებს ერთი ჩვეულებრივი დღე იყო სოფელში. კიბის ქვეშ დამაგრებულ ჰამაკში ჩავწექი და დავიწყე. არც ისე დიდი წიგნია, თუმცა ვერც პატარას იტყვი. დილით რომ დავიწყე, საღამომდე თავი ვერ ავწიე.ოთხივემ ერთად ვიცხოვრეთ, ერთ დღეში და ერთ ჰამაკში, ფეხებთან მზე დაგვნათოდა, გვცხელოდა, მაგრამ არ ვიმჩნევდით. ერთმანეთი გვიყვარდა, მაგრამ არ ვუმხელდით, ვიყავით ჯიუტები და თავზეხელაღებულები, გვიყვარდა საცურაო კოსტიუმებით ჯირითი, სურვილებით და ვნებით ყველაფერს ვწვავდით, მაგრამ არასდროს არ გვქონდა სექსი. ვგრძნობდით ერთმანეთის ღალატს და სიცივეს, გვესმოდა წასვლის ნაბიჯების ხმა, მაგრამ მაინც გვიყვარდა ერთმანეთი. უპირობოდ. ჩვენ ხომ დაშლილი მთლიანობის ნაწილები ვიყავით, რომლებიც ერთმანეთს ნებისმიერი მანძილის მიუხედავად იზიდავენ, მთავარია ოდნავ მაინც ფეთქავდეს რომელიმე ნაწილი და ერთი მეორესთან აუცილებლად მივა, მესამესთანაც, მეოთხესთანაც და მიიკრავს.ჩვენი ფეხებიდან მზის სხივები გაქრა. პაოლა ყველაზე ადრე ადგა. ჰამაკში მე, დიკი და ევანი დავრჩით. ევანიც მალე წავიდა. დიკ ფორესტი კი სამუდამოდ ყველაზე მიმზიდველ, მამაკაცურ იდეალად დარჩა, ჩემს ყველაზე არაბავშვურ, მაგრამ მიამიტურ წარმოსახვებში.სხეულზე, მთელი ღამე, ჰამაკის ნაჭდევებს, ტკივლს და წვას ვგრძნობდი
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев