-გისმენ და მერე? -დაჩოქილი გთხოვ მომეცი ძალა, მომეცი ძალა,რომ გავუმკლავდე, ამ დიდ სიყვარულს გულში რომ ვმალავ, გული სწრაფად ძგერს უფალო გესმის? გული რომ მტკივა რატომ არ მშველი? ღმერთო, მომხედე სული მიკვდება, ტანჯვით რომ ვკვდები ნუთუ არ გესმის? ღმერთო, ვერ გხედავ, სადა ხარ ნეტა? თვალთ დამიბნელდა, უფალო, ვკვდები? სიყვარული მკლავს შიგნიდან ნელა. გულს რომ მიფლითავს ნუთუ ვერ ხვდები? ღმერთო, არ მესმის, ძალიან მტკივა. ძალიან მტკივა, შენ გელოდები, ტკივილი ცეკვავს, ტანჯვა ტაშს უკრავს, ეშმაკი ზევით მწარედ დამცინის, უბედურება ჩუმად ზეიმობს,ბედნიერებას სხეულში მიკლავს. უფალო, გესმის? ხედავ რომ ვკვდები? გულს რომ მაგლეჯენ რატომ არ მშველი? უფალო სად ხარ? განა არ გესმის? მარტო დამტოვე? სრულიად მარტო? ხატის წინ წყნარად ვიღაც ლოცულობს. სანთელს უყურებს და ჩუმად ამბობს: "გული წამართვა ტკივილმა გუშინ, სიყვარულისგან მწარედ ტანჯული, უბედურება ალბათ ზეიმობს, ეშმაკი ჩუმად ზევიდან მღერის, მე კი ისევ მწამს უფალო შენი, ნუთუ არ გესმის? მომკიდე ხელი.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 1
ღვთისმშობელო დედაო,
ჩივილს შემოგბედაო,
ობლის მოთქმა-ვაებას
თუ შეისმენ ნეტაო.
ჩემი დედა სად არი,
ანდა მამა სადაო,
ასე რად მომიძულეს,
რა აქვთ ჩემთან სადაო.
ალბათ სხვა ჰყავთ შვილები,
კარგადაც ჰყავთ ყველაო,
ნუთუ არ ენატრებათ
მათი ცუგრუმელაო?
ერთმა ქალმა მიშვილა -
სიზმრად ასე ვნახეო,
შენი ჰქონდა თვალები,
ღიმილი და სახეო.
არაფერი არ მინდა,
ერთ რამეს გთხოვ თანაო:
დამასიზმრე, დედიკო,
მისი იავნანაო...