- ნახევარი სამის.
- ვერ ვიძინებ, შემიყვარდა მგონი...
- ხომ არ დალევ?
- კარგი, კარგი მაგრამ, მომაწოდე შენი ტელეფონი.
ღამესავით გაირინდა სუნთქვა...
- გისმენთ - ხმაა ძილნარევად წყნარი -
- ქალბატონო თქვენს ქალიშვილს სთხოვეთ,
მასთან მსურდა წამით საუბარი.
- ვინ ბრძანდებით, მოცლილი ხართ ვიღაც,
ან შეშლილი, ან უგონოდ მთვრალი!
- შეიძლება ქალბატონო, თუმცა,
სიყვარული ხომ სიგიჟე არი.
თქვენც იყავით ახალგაზრდა ერთდროს,
თქვენც დასცქერდით მოლოდინით ყურმილს
და წყევლიდით, ჩვეულ ქალთა წყრომით
ტელეფონის გულისწამღებ დუმილს.
დაუძახეთ, დაუძახეთ თორემ,
ვიცი მასაც გამკრთალი აქვს ძილი,
მე ჯანდაბას ქალბატონო, მაგრამ,
შეიბრალეთ საკუთარი შვილი.
მომიტევეთ, ერთს კი მაინც გკითხავთ,
ხვალ ნატვრა რომ სიზმარივით ახდეს,
ხომ შეგრცხვებათ, ვისაც ასე კიცხავთ,
თქვენი შვილის მეუღლე რომ გახდეს.
მაგრამ, ისმის - მოცლილი ხართ ვიღაც,
ან შეშლილი, ან უგონოდ მთვრალი!
- არ გათიშოთ!
- გევედრებით!
- ქალბატ...
და წყვეტილი დაკავების ზარი...
- რა დრო არის?
- ოთხი ხდება უკვე.
- ეხლა მართლა შევიშლები მგონი!
ჩამომისხი! ავაოხრო დარდი!
ტელეფონი.
ფუ, ეს ტელეფონი!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев