აკადემიკოსი ნიკო კეცხოველის აზრით სახელწოდება "ოფეთი" შეიძლება წარმოდგებოდეს სიტყვისგან "ოფერი".ოფი შავი ვერხვის სახეობაა,რომელიც ოდესღაც გავრცელებული ყოფილა ამ ხეობაში. სულხან-საბას ლექსიკონში "ოფო" ასეა განმარტებული:"მცირე რამ საგუბარი წყალთა".სოფლის მდებარეობის მიხედვით შეიძლება ვიფიქროთ,რომ გასულ საუკუნეებში აქ ოფო ტბორი ანუ საგუბარი ყოფილა.სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია X-XI საუკუნის საკულტო ნაგებობათა ნაშთები,რაც მის სიძველეზე მეტყველებს.ოფეთის ტერიტორიაზე მოედინებნა გოგირდოვანი წყლები.ამ ადგილს აბანოს ეძახიან,რადგან აქ სამკურნალო აბანოები ყოფილა.სამწუხაროდ ამ ადგილას მხოლოდ პატარა წყაროა გოგორიდოვანი წყლის.ოფეთის ცენტრში არის სოფლის ადმინისტრაციული ერთეული,სამედიცინო,პუნქტი,სტადიონი,პატარა სკვერი სადაც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალური დაფაა განთავსებული.აქ არის XI საუკუნის მთავარანგელოზობის ტაძარი,რომელიც 2007 წელს აღადგინეს სოფლის მაცხოვრებლების თანადგომით.ოფეთიდან 5 კილომეტრში მდებარეობს ზანდოს მთა.ეს მთა დაჰყურება ქვემო იმერეთს,სამეგრელოს და გურიის ნაწილებს.ამ მთაზე უხსოვარი დროიდან ცხოვრობდნენ ქორიძეები,რომლებმაც მთას "სანდო" შეარქვეს,რადგან დასამალად და სათვალთვალოდ კარგი ადგილი ყოფილა.ახლა მთას ზანდოს ეძახიან,ის საკმაოდ მაღალია თითქმის ბახმაროს უტოლდება სიმაღლით.ქორიძეებმა მთაზე ააგეს პატარა ეკლესია (წმ.გიორგის სახელობის),რომელსაც რესტავრაცია 2011 წელს ჩაუტარდა და ისევ მოქმედი გახდა.ეკლესიაში სხვა სიწმინდეებთან ერთად არის წმინდანად შერაცხული ფილიმონ ქორიძის ხატი.წმინდა ფილიმონ მგალობელი 1835 წელს დაიბადა სოფელ გამოჩინებულში.მუსიკალური განათლება იტალიაში მიიღო.1882 წელს საქართველოში დაბრუნდა და ხელი მოჰკიდა საგალობლების ნოტებზე ჩაწერის საქმეს.ის დადიოდა სოფლებში,მონასტრებში, გამუდმებით ეძებდა და იწერდა ძველ-ქართულ საგალობლებს.ყოველწლიურ ტრადიციადაა ქცეული 6 მაისს ზანდოს მთაზე გიორგობის აღნიშვნა.სოფლის მაცხოვრებლების გარდა სხვადასხვა კუთხიდან ძალიან ბევრი ადამიანი მოდის,მოაქვთ შესაწირი (ცხოველი,ფრინველი და სხვა).ესწრებიან წირვას და ზეიმობენ დღესასწაულს.სოფელს დამსვენებლები ძირითადად ზაფხულში სტუმრობენ.კარგი ბუნება და სუფთ ჰაერი ნამდვილად იზიდავს აქ ჩამოსულებს.ვისაც უყვარს მაღალმთიანი ადგილები და ბუნება ოფეთს ნამდვილად არ აკლია....(ლ.ჩაჩუა)
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев