დაგარქმევ,
მოფერებით სიცოცხლეს დაგიძახებ პატარავ,
მერე შენთან მოვალ და ჩემებურად
გავაფრენ,
და მოგიწევს ღიმილით ამ ყველაფრის
ატანა.
მოთხრობითში გულწრფელად მოგიყვები
ყველაფერს,
როგორ მსურდა ძალიან - დღემდე შენი
გაცნობა,
ჩემი მუქი ცხოვრება როგორ გააფერადე,
და როგორ შემიცვალე გაჭირვება -
განცხრომად.
მიცემითში - რა გითხრა - იმედს მოგცემ
იმისას,
რომ შენს გარდა სხვა გოგოს, სხვა ქალს
დავაიგნორებ,
მეყოლები ცხოვრების ერთადერთი
თილისმა,
ლამაზ ქალის ჩავლაზე - მარტო შენ
მოგიგონებ.
ნათესაობითში კი - ნათესავებს შენივეს,
ახლოს ვინც გყავს იმათ და ჩამოსულებს
შორიდან,
დავიბარებ ერთად და ყველას გავაგებინებ,
შენთან ერთად ცხოვრების გატარება რომ
მინდა.
მოქმედებით ბრუნვაში - მოქმედების
სანაცვლოდ,
გეტყვი სიტყვებს, გულიდან ამოღებულს
ბგერებად,
მზად ვარ შენმა თვალებმა ნოსტალგია
დამმართოს,
როცა შენს თბილ სახესთან მოვალ
მოსაფერებლად.
ვითარებით ბრუნვაში - ვითარებით
ვჩუმდები,
ჰოდა სწორედ დუმილით თანხმობები
ვლინდება,
შენთან ერთად რომ ვარ და როცა სახლში
ბრუნდები,
აი ზუსტად ერთ წუთში - ისევ შენთან
მინდება.
წოდებითში - ჩემს გვერდით ვიტყვი სუპერ
ქალია,
ზეციური ტრფობა მაქვს დაბლა დანამიწები,
მინდა შენი ხელებით - ჩამეხუტო ძალიან,
სანამ სიყვარულისგან სულ მთლად
გადავიწვები.
გაგა გოგრიჭიანი


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев