ყველაფერს ვხვდები, ტყუილსაც და თვალთმაქცობასაც, უბრალოდ არაფერს ვამბობ. გულდასმით ვუსმენ მოსაუბრეს და ვფიქრობ: ნეტა, როდემდე ითვალთმაქცებს, როდის გაუვა ვადა მის ტყუილებს? ვუსმენ ჩუმად და ჩემთვის გამომაქვს დასკვნა, რომ ასეთთან არც კარგად უნდა იყო და არც ცუდად, უბრალოდ უნდა მიესალმო და მორჩა.