იყიდება სინდისი, რაც არასდროს ატარე,
ცოტასაც არ იტოვებენ თავის ფასში ატანენ,
იყიდება კაცობა,კაპიკებში ყიდიან,
თან არც ძვირი დაგიჯდება თან მოგება დიდია.
იყიდება ნიჭი,თუნდაც არაფერი გედოს თავში,
მთავარია ნათესავი ბიზნესმენი გედგას მხარში,
იყიდება ჯანმრთელობა, ავადყოფნა ვის გშვენით,
მაგრამ თუ ვერ გადაიხდით ჩვენ ვერაფრით გიშველით.
იყიდება სექსი,გამოცდილ ქალს დაიწვენს,
თუკი ქალიშვილი შეგხვდათ ხმარებაში გაიწევს.
იყიდება სიყვარული, მილიონზე ეგრევე,
როგორიც ხარ და ვინცახარ მოდი კაცო შემტენე.
გაიყიდა სიმართლე არაფერში არ გვარგებს,
ვერაფერში მოიხმარეს და ლომბარში დაკარგეს.
იყიდება რწმენა, თუკი ვნახავ ისეთ ავსულებს,
მე სულს მივცემ და ის კიდე შვიდ სურვილს შეასრულებს.
იყიდება ღირსება გახდეს ცრუ ა