ცოტასაც არ იტოვებენ თავის ფასში ატანენ,
იყიდება კაცობა,კაპიკებში ყიდიან,
თან არც ძვირი დაგიჯდება თან მოგება დიდია.
იყიდება ნიჭი,თუნდაც არაფერი გედოს თავში,
მთავარია ნათესავი ბიზნესმენი გედგას მხარში,
იყიდება ჯანმრთელობა, ავადყოფნა ვის გშვენით,
მაგრამ თუ ვერ გადაიხდით ჩვენ ვერაფრით გიშველით.
იყიდება სექსი,გამოცდილ ქალს დაიწვენს,
თუკი ქალიშვილი შეგხვდათ ხმარებაში გაიწევს.
იყიდება სიყვარული, მილიონზე ეგრევე,
როგორიც ხარ და ვინცახარ მოდი კაცო შემტენე.
გაიყიდა სიმართლე არაფერში არ გვარგებს,
ვერაფერში მოიხმარეს და ლომბარში დაკარგეს.
იყიდება რწმენა, თუკი ვნახავ ისეთ ავსულებს,
მე სულს მივცემ და ის კიდე შვიდ სურვილს შეასრულებს.
იყიდება ღირსება გახდეს ცრუ ან ცბიერი,
რა ქნას ძმაო სამი შვილი ელოდება მშიერი.
იყიდება სიკვდილი,ვისაც თითს კი დაადებთ,
თავის კანტროლკიანად თავის ფასში ჩაგადებთ.
იყიდება ჩემი ლექსიც, თუკი დავწერ ამაზე :
რომ არაა ჩვენზე კარგად ერი ამ ქვეყანაზე.
იყიდება ჩვილი, ახალგაზრდა, დედაბერი,
მაღაზია საქართველო, იყიდება ყველაფერი!!!!
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 2