რაც მეტად იკვლევენ მას, მით მეტად მიდიან სიღრმეში. ამის ერთ ერთი განმსაზღვრელი, მისი ძვირად ღირებული შხამია, გააჩნია ვინ როგორ გამოიყენებს, წამლად თუ საწამლავად.
მაქსიმალისტია -- რასაც ხელს კიდებს აკეთებს უნაკლოდ, გულწრფელად, ნამდვილად, ბოლომდე. ან საერთოდ არ ეკარება არაფერს .
ეჭვიანი ?! -- დიახ! თუმცაღა ეს ეჭვი არ არის ჰაერიდან მოსული და უსაფუძვლო. ეს მოვლენების წინასწარ, სწორად გამოცნობის თანდაყოლილი უნარია .რაც გონებაში გაუელვებს 99 % - იანი სიზუსტით სრულდება.
" უნორმო " -- ასე მივიჩნევთ ასტროლოგები მორიელს. არაფერს წონის ურთიებობაში. არაფერს ელოდება სანაცვლოდ. როგორ შედეგმადეც არ უნდა მივიდეს ბოლომდე მიჰყვება მეგობარსა თუ მისთვის ძვირფას ადამიანებს და ხელს არასდროს ჰკრავს და უშვებს .
სიყვარული -- არ უყვარდება მარტივად , მისი ძლიერი და მებრძოლი ხასიათის გამო. თუ სამყარომ ინება და მორიელი მოიხიბლა თქვენით და სიყვარული გაიმეტა, მასზე რომანტიკულ, საინტერესოს და ერთგულს მართლაც, იშვიათად შეხვდებით,
ერთგულება --- თუ ვინმეს უერთგულა მსხვერპლად შეუძლია ამ ერთგულებას შეეწიროს და ამით ყველაფერია ნათქვამი.
სექსი --- ასტროლოგები ვაღიარებთ 99 % - იანი სიზუსტით რომ, ე ვ ა მორიელი იყო.
შური --- ვისი რა უნდა უნდა შურდეს მორიელს?! სამყაროს მისთვის ამის მიზეზი არ მიუცია. თავად არის, სხვების შესაშური მისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით.
იუმორი -- რა დამოკიდებულებაშიც არის ობიექტთან, ისეთივე იუმორი აქვს. ან წამლობს -- ან წამლავს.
ინტელექტი ---თავად მაღალი ინტელექტის მქონე, პორველ რიგში სხვებშიც ინტელექტს ეძებს. ისე მისთვის ყველაფერი უაზრობაა და არ ურთიერთობს ასეთ ადამიანებთან.
ასაკი -- მორიელს ერთდროულად შეუძლია იყოს გულუბრყვილო , მეამიტი ბავშვიც და ზრდასრული შემდგარი პიროვნებაც. წლების მატებასთან ერთად უფრო საინტერესო ხდება.
ნებისყოფა -- კლდესავით უტეხია! წითელ ხაზს გადასული ნებისყოფით. მაგრამ თუ წასვლა გადაწყვიტა მიდის უხმოდ, უცერემონიოდ და უკან არასდროს ბრუნდება.
შურისძიება -- თუკი აქამდე მიიყვანეს მორიელი, ებრძვის სამართლიანად მასზე ძლიერებს ( თუკი შეიძლება ეს შურისძიებად ჩავთვალოთ ) თავისზე სუსტებს ყველაფრის მიუხედევად იცავს და ეხმარება .
რაც შეეხება მის უარყოფით თვისებებს -- პირველი არასდროს არავის ესხმის თავს. რამდენადაც დადებითია, იმავე ტრაექტორიით შეუძლია მინუს შკალაზეც მოძრაობა. ვერ იტანს უსამართობას. ტყუილს. თვალთმაქცობას, ღალატს. ამ დროს ნამდვილი შეურაცხადია! . დიდსულოვნად პატიობს, მაგრამ რაც არ უნდა ბევრი წლები წავიდეს , მტკივნეულად ახსოვს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მორიელებიც ტირიან... მაგრამ, ამ სისუსტეს მხოლოდ მათთან აჩენს ვინც უზომოდ ძვირფასია მისთვის.
დამარცხება --- დამარცხებული მორიელი თითქმის არ არსებობს. ყოველი დაცემის შემდეგ ფერფლიდან შეუძლია აღსდგეს და საკუთარი მარცხი, შემოაბრუნოს გამარჯვების სტრაგედიად. ყოველი გარდაცვალება მასში ახალ, უფრო ძლიერ და მებრძოლ გმირს ბადეს. მისი დევიზია ან ყველაფერი - ან არაფერი .
იურთიერთეთ მორიელებთან მიიღეთ მისგან განუსაზღვრელი სიყვარული, მეგობრობა, სიკეთე, თანადგომა, თანამოაზრეობა მაგრამ, მისი მოტყუება , დაცინვა ,ღალატი, დამცირება , განადგურება -- ფიქრადაც არ გაივლოთ უბრალოდ ვერ შესძლებთ ! არ გამოგივათ!
// ასტროლოგთა საერთაშორისო ასოციაცია //


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 2
1. ყველა ვერ უძლებს ჩემს მზერას.
2. ჩემთან ზედმეტად მოახლოვება საშიშია ჯობია დისტანციაზე იყოთ.
3. ყველა მოვლენა დივანს ჰგავს, შიგნით ზამბარები აქვს.
4. ღიმილისთვის სერიოზული მიზეზი არ მჭირდება .
5. შემიძლია ყველაფრისგან გავთავისუფლდე, გარდა საკუთარი თავისა და ვნებებისა.
6. მეც ვმღერი სიყვარულზე სიმღერას, ოღონდ ბრძოლის ველზე... გენიალური სმენა უნდა გქონდეს რომ გაიგო.
7. ჩემი ვნება იშვიათად ჩანს, მსგავსად ზვიგენისა, რომელიც იშვიათად ჩანს წყლის ზედაპირზე.
8. სამყარო დაიქცევა მორიელების გარეშე.
9. მე კაქტუსი ვარ. ჩემი ყვავილები, მხოლოდ რჩეულთათვის იშლება.
10. დედამიწაზე მორიელები ჯერ კიდევ ცხოვრობენ და მათ შორის ვარ მეც... !!!