მზე უკვე ჩადიოდა...
ცხოვრებას ერთი დღე კიდევ აკლდებოდა.
ვინ იცის,
იქნებ ბოლო დღე ღამდებოდა
და ამით ჩემი ცხოვრება მთავრდებოდა.
მაგრამ, რატომღაც,
ეს არ მადარდებდა,
ერთი რამ მაფიქრებდა,
ერთი რამ მადარდებდა :
შენ ვერ გაიგე, _
აი, ეს მადარდებდა...
ისე მოვკვდებოდი, ვერავინ გაიგებდა
რომ შენზე ფიქრები იმ ქვეყნად მიმყვებოდა...
ო, ღმერთო ჩემო, რა იქნებოდა
ისე მოგეკალი, არვინ მყვარებოდა