ადამიანზე განსაცდელი მის გონზე მოსასვლელად და ღვთის სადიდებელად ეშვება. განსაცდელისას ადამიანი უფრო მეტად ესავს უფალს, რომელიც მას იმხელა განსაცდელს აძლევს, რომლის დატევაც შეუძლია. როგორც მზრუნველი დედა თავის სამი თვის შვილს არ მისცემს იმ რაოდენობის საკვებს, რომელიც ხუთი წლის ბავშვისთვისაა საჭირო, რამეთუ არ სეუძლია სამი თვის ბავშვს ამდენის მიღება, ასევე უფალი არ დაუშვებს თავის უსაყვარლეს ქმნილებაზე იმაზე დიდ განსაცდელს, რომლის დატევა და თავსდებაც არ შეუძლია მას… განსაცდელის გარეშე უღვთოდ დარჩენილი მამები უფალს ცრემლით ევედრებოდნენ, რომ მიემადლებინა ყოვლის შემოქმედს მათთვის განსაცდელი. ვინაიდან განსაცდელის არქონა უფლისგან მიტოვებულობაა, სიშორეა მისი. სიშორე, რომელიც სასუფევლისათვის მებრძოლ მა
მარხვა რომ აუცილებელი არ ყოფილიყო,თვითონ მაცხოვარი არ იმარხულებდა,
ლოცვა რომ აუცილებელი არ ყოფილიყო გეთსამანიის ბაღი არ გვეცოდინებოდა,
ჯვარცმა რომ აუცილებელი არ ყოფილიყო,გოლგოთა არ გვეცოდინებოდა,
იუდა რომ არ არსებულიყო ნდობაში სიფრთხილეს არ ვისწავლიდით,
პეტრე რომ არ ყოფილიყო სამარადჟამო სინანულს უგულვებელვყოფდით,
თომა რომ არ არსებულიყო,უხილავის რწმენა არ გვექნებოდა,
სიმონ კვირინელი რომ არ ყოფილიყო,მაცხოვრის თანაგრძნობას ვერ ვისწავლიდით...
და ბოლოს ტურინის სუდარა რომ არ ყოფილიყო,აღდგომის ჭეშმარიტებაში ვერავინ დაგვარწმუნებდა,რომელიც და მოჰმადლე მიწიერი საზრუნავებით ზედმეტად დამძიმებულ შენი ძვირფასი სისხლით ნაყიდ და უმადურ ჩვენს სულებს უფალო...