ყოველი წამი უნდა შეიგრძნო თავისი სილამაზითა და განცდით... გულის ფეთქვა უნდა ააყოლო სიცოცხლეს ქრისტეში. ბუნების მოსმენა უნდა შეგეძლოს. წვიმის წვეთებს, როგორც ღვთისგან გადმოსულ წყალობას, ისე უნდა უყურებდე. ყოველი განთიადი უნდა გახარებდეს, რომ ერთი დღე ისევ გაქვს ღვთის სადიდებლად. შუაღამით ლოცვას უნდა სწავლობდე. ტკივილი და სიხარულიც ქრისტესთან, როგორც ევქარისტია, უნდა მიგქონდეს და სულს უნდა უძღვნიდე – გამოქანდაკებულს მადლიერებად...