ქრისტე-შობის ღამე დგება, ჩაიფიქრე სურვილი,
ამ დროს ყველა ქრისტიანი ტაძარშია მისული,
ბებიასგან, ბაბუასგან მახსოვს, გამიგონია...
სასწაული როცა ხდება ქრისტე-შობის ღამეა.
სანთლით ხელში ხატების წინ მრევლი უამრავია,
ყველას თავის სატკივარი ღმერთთან მოუტანია,
ხატს შესცქერის, სანთელს ანთებს ცრემლიანი თვალებით...
ღმერთო ყველას აუსრულე ჩანაფიქრი ნათელი.
ქრისტე-შობის ღამე დგება, მეც ბევრი მაქვს სათქმელი,
პირადულზე ბოლოს შეგთხოვ, საერთო გვაქვს რამდენი...
დაიფარე საქართველო ავი განზრახვებისგან,
დაგვილოცე მიწა-წყალი... ჩვენი მთაც და ბარიცა.
ღმერთო ყველას დაეხმარე, გაჭირვებულს, ავადმყოფს,
დაეხმარე პატიმარსაც, მთლად მოწყვიტეს სამყაროს.
შეგვისრულე ყველა თხოვნა, რაც გულსა გვაქვს დარდებად,
ქრისტე-შობის ღამეს