ვიცი ვერასდროს ჩამოიხსნით ლოდებს მხრებიდან
თუმც შავი ღვინო თქვენს თვალებში შავ ფერს აბაცებს
ჰეი ლოთებო ამოფოთხდით სარდაფებიდან
შეხედეთ ქალაქს, როგორ ბარბაცებს
აჩრდილებივით სარდაფებში უზიხართ ბოთლებს,
ამშრალებთ ჭიქებს, საოცნებო თქვენი ალაგი.
ვერც კი შეამჩნევთ, როცა თქვენთან შემოაბოტებს
ლანდი ქალაქის.
და მხოლოდ ლანდი... ო, ეს ლანდიც თქვენთვის მთვრალია,
ტრიალებს ყველა, ყოველი და მთელი სამყარო,
დაუბრუნდებით ისევ ღვინოს... ორთქლის გალიას,
რომ გულის შხამი ამ ღვინოსთან ერთად დაღვაროთ.
მაინც ვერასდროს ჩამოიხსნით ლოდებს მხრებიდან,
ვერ გაუსწორებთ ქალაქის ლანდს თვალებს ალმაცერს,
ჰეი, ლოთებო, ამოფორთხდით სარდაფებიდან,
შეხედეთ ქალაქს, არ დამთვრალა, მაინც ბარბაცებს
Dros vinc emduris;vinc buzgunebs es ra dro dadga!paxmeliaze vinc iyudebs gayinul katxas;vinc ginda iyav;damnashave tvit shenc xar sadgac!kveynad tavisit araferi ar xdeba radgan: