Предыдущая публикация
შობაა....
ჩვენს ქვეყანაში უფლისადმი ნდობაა,
შობაა....
ეკლესიებში ღვთის სადიდებლად ლოცვაა.
ყოველ ოჯახში ანთია
ფანჯრებთან თითო სანთელი,
ეს ქრისტიანის წესია,
გამოჩნდეს ქვეყნად ნათელი.
მადლობა ვუთხრათ მაცხოვარს,
ვადიდოთ დიდი უფალი,
ტაძრად ავანთოთ სანთელი,
რომ ვიყოთ თავისუფალი.
დიდ სამებაში ბრძანდება
ეს ჩვენი მამა ილია,
მუდამ ლოცულობს ქვეყნისთვის,
მისი გული სულ თბილია.
შობაა....
უკვე გათენდა,
ზარები გვიხმობს ტაძრისა,
მივიდეთ სიტყვა გავიგოთ
მოძღვრისა დიდი აზრისა.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 29
00:05ნათლისღება
კურთხეული კიდით-კიდე
მადლით ღელავს იორდანე,
შიგ სდგას ერი და ნათელს-სცემს
ერთად წმიდა იოანე.
არემარეეს, იქ მღელვარეს,
მიმოავლო ლოცვით თვალი
და იხილა შორით სერზე
მგზავრი შორით მომავალი.
ერს შეჰყვირა: „აჰა, მოვალს! -
და უჩვენა მგზავრი თითით, -
მე ნათელს-ვსცემ მხოლოდ წყლითა,
ის ნათელს-სცემს სული-წმიდით!“
მოახლოვდა მგზავრი, მდაბლად
მოიკითხა იოანე...
უთხრა: „მოველ ნათლის-ღებად,
მეც გამწმინდე და გამბანე“.
ჩადგა წყალში იოანე,
ნათელს-სცემდა წმიდა წყლითა
და იმავ დროს მტრედის სახედ
გადმოვიდა სული-წმიდა.