Предыдущая публикация
პირქვე დაეცა მგელი ტიალი,
ზვავის წინ ისე ჩუმად დაეცა
გულში ჩაიკრა მგლური ღრიალი.
იგი ხვდებოდა, რომ სულს ღაფავდა,
რომ ღია იყო სამარის კარი,
რომ წუთი-წუთზე მისთვის დაჰკრავდა
სამგლოვიარო დიდრონი ზარი.
ჭრილობებიდან სისხლი დაიძრა,
სულსა ღაფავდა განაწამები,
ბოლოს გაჩერდა ვეღარ გაინძრა,
ასე დალია სული წამებით.
ყველა სულდგმული კარგად ხვდებოდა,
რომ არ ნანობდა მისი გონება
ის მგელი იყო,მგლურად კვდებოდა,
მგლურად გალია მისი ცხოვრება.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев