შეყვარება , რომელმაც არ იცის , რა არის
სიყვარული. ეს მისთვის იმ ძალის მიცემაა,
რომელიც შენ განადგურებს, ძალაუფლების
გადაცემაა , შენი სული რომ დააზიანოს..
შენი მეორე შეცდომა- მისთვის თქმა,თუ
როგორ გჭირდება , როგორ ვერ
წარმოგიდგენია შენი არსებობა მის გარეშე.
შენი მესამე შეცდომა- უეცარი მითის შექმნა
მისი არარეალური , ილუზიური სახის
შესახებ.
შენი მეოთხე შეცდომა- მისი გადამეტებული
სიყვარული. სიყვარული თითოეული მისი სის
ხლნაჟღენთისა და ძვლისა, დაჯერება იმისა ,
რომ თითოეულ ნაიარევს თავისი ისტორია
აქვს , მაშინ როდესაც რეალურად არ
ჰქონია.მისი ჭორფლის დაკავშირება
თანავარსკვლავედთან და ჩუმი ნატვრა
იმისა რომ , ეს სამუდამოდ
გაგრძელებულიყო.
არა, შენ არ შეგიძლია , სურვილი ჩაუთქვა
იმ ვარსკვლავს, რომელიც არ ანათებს,
რომლებიც მუდმივად ბნელით არის
მოცული.
ის შენ გიყურებდა ჩამქრალი თვალებით, შენ
კი ფიქრობდი, რომ უბრალოდ დაღლილი
იყო. ეხებოდა ხელებით- შენს სულსა და
სხეულს, თუმცა უხეში ხელებით.
შენ კი ვერ ხვდებოდი, მაგრამ შენი ბრალი
არ არის. ადვილია გრძნობაში გადაეშვა ,
მით უმეტეს, მაშინ , როცა მისი გულის ცემა
შენს საყვარელ მელოდიას ჰგავს.
ასეთი შეცდომა ცხოვრებაში მხოლოდ ერთია
. პირველიცა და უკანასკნელიც, ამიტომ
გეპატიება, გეპატიება , რომ ისწავლო, რომ
აღარ შეცდე გულის ცემის მელოდიურობაში.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев