ახლა, მე ისეთი დაღლილი ვარ დეე,შენს მახლობლად დავჯდებოდი..
კალთას ჩაგიდებდი ნაფერებ თავს,შენი მოფერებით დავტკბებოდი...
ახლა,მე ისეთი შეცვლილი ვარ იქნებ ვეღარც მიცნო-შენი შვილი,
შენი შრომითა და შენი ოფლით,შენი ვაი-ვიშით გამოზრდილი...
დეე,შენთან ყოფნა მენატრება იქნებ არ გჯერა და არც იჯერებ,
ისევ ბავშვობაში დამაბრუნე,გთხოვ-ან ეს გაზრდა შემიჩერე...
თმები აგიწეწო ძველებურად შენს დაღლილ მკერდს ისევ ჩავეხუტო
დეე, მაპატიე,გეხვეწები,აღარ გავბედავ რომ გაგებუტო...
მოდი, დამტუქსე,ან დამიყვირე შენი გაბრაზებაც მენატრება.
იქნებ არ გჯერა და არც იჯერებ''მე ხომ არაფერი მედარდება"...
კოცნით ამოგივსო ეგ თვალები სევდამ ნაოჭად რომ დაგამჩნია
დეე,შენ ხარ ჩემთვის ყველაფერი შენზე ძვირფასი,რა გამაჩნია...
ახლა,მე ისეთი