კალთას ჩაგიდებდი ნაფერებ თავს,შენი მოფერებით დავტკბებოდი...
ახლა,მე ისეთი შეცვლილი ვარ იქნებ ვეღარც მიცნო-შენი შვილი,
შენი შრომითა და შენი ოფლით,შენი ვაი-ვიშით გამოზრდილი...
დეე,შენთან ყოფნა მენატრება იქნებ არ გჯერა და არც იჯერებ,
ისევ ბავშვობაში დამაბრუნე,გთხოვ-ან ეს გაზრდა შემიჩერე...
თმები აგიწეწო ძველებურად შენს დაღლილ მკერდს ისევ ჩავეხუტო
დეე, მაპატიე,გეხვეწები,აღარ გავბედავ რომ გაგებუტო...
მოდი, დამტუქსე,ან დამიყვირე შენი გაბრაზებაც მენატრება.
იქნებ არ გჯერა და არც იჯერებ''მე ხომ არაფერი მედარდება"...
კოცნით ამოგივსო ეგ თვალები სევდამ ნაოჭად რომ დაგამჩნია
დეე,შენ ხარ ჩემთვის ყველაფერი შენზე ძვირფასი,რა გამაჩნია...
ახლა,მე ისეთი დაღლილი ვარ სევდას ვეღარ ვიტევ დანაგუბებს
გთხოვ,შემიჩერე ეს გაზრდა და ისევ ბავშვობაში დამაბრუნე...
არ გამიბედო და არ დაბერდე,ვიყოთ,ასე ერთად შეკრულები
დეე,ბედნიერი მე მაშინ ვარ როცა სახლში მშვიდად მეგულები...
დეე,სიყვარულს შენ რას ეძახი შენსას ვერაფერს რომ ვერ ველევი?
შენი მონატრება გამათბობს და ის სიზმარი-შენ რომ გეფერები!
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев