უბრალოდ წავალ და აღარავის შევაწუხებ აღარავინ არ დაკარგავს ჩემთან უქმე წუთებს უბრალოდ თავს დავახწევ ამ ცოდვილ დედამიწას წასვლა მართლა მინდა უფალო შენ თავს ვფიცავ
მზე დაიღალა შენზე ოცნებით,
მთვარეც უმზეოდ სიკვდილს აპირებს,
მე ყოველ დილას, შენთვის მოვკვდები,
მე ყოველ ღამე, ლოცვას ვაპირებ.
და შენ მეძახი, ისევ შორიდან,
მომკლა ლოდინმა და სიმარტოვემ,
ღამით მთვარესთან კოცნა მომინდა,
ამაღამ მაინც, ნუ მიმატოვებ.
მე ვიცი, მაინც დავრჩები ცალად,
და სიმარტოვე წამიღებს როცა,
მე, გული სევდამ ამომაცალა,
და მაინც, შენთან შეხვედრას ვლოცავ.
დღეც დაიღალა შენზე ოცნებით,
ამაღამ მზესთან სიკვდილს ვაპირებ,
არავინ დარჩეთ განაოცები,
როცა ვიპოვი მე ჩემს ნაპირებს...
მზე დაიღალა შენზე ოცნებით,
მთვარეც უმზეოდ სიკვდილს აპირებს,
მე ყოველ დილას, შენთვის მოვკვდები,
მე ყოველ ღამე, სიკვდილს ვაპირებ.
როცა ტაძრებთან მათხოვრები უფალს უცდიან,
როცა მათ ხელებს არ მოურთავთ მწვანე ნაძვის ხე,
მაშინ ეს წელიც ისეთივე ბანალურია,
როგორც უღმერთოდ, ულექსოდ და მარტო სიცოცხლე.
როცა კედლებიც საუბრობენ ახლა იმაზე,
რომ წელი დგება არნახული თანაც უებრო,
ყელში აგდის და თავდახრილი ყველას ჯინაზე
გადიხარ გარეთ, რომ ხმელ ფოთლებს გაესაუბრო.
გადიხარ თანაც მზად ხარ დათმო ყველა სიცოცხლე,
რომელიც ხვდები უკვე ძალზედ ბანალურია.
მათხოვრის ხელებს არ მოურთავთ მწვანე ნაძვის ხე,
ისინი ჯერაც ვერ მოუსვლელ უფალს უცდიან.
უჭერო პოეტს რა გამაშრობს წვიმაწყენიავ,
როცა ღრუბლები უპირობოდ წვიმას თესავენ.
მეცხრე ცას ვეძებ უძიროს და უცხოფერიანს,
ლურჯი თვალების გაფრენილი მონათესავე.
მკერდში ჩატნეულ ნათალ ვაზის ჯვარივით მწამხარ,
ყელზე ნახვევი უთავშალო თმაწნულებით და
ღამის ჟიზელზე გამოვიწვევ უკლებლივ მათგანს,
ქორწინებამდე გარდაცვლილი ქალწულებიდან.
სისხლის გადასხმას ვერ გაუძლებს ძაფი-ძარღვები,
ხელით მელანიც ამოწურეს მღვრიე მტევნებმა.
თავს მოვიკლავ და მერე შვილად დაგებადები,
შენს გამო სიკვდილს ყველა ცოდვა მიეტევება.
კმარა ეგოისტ ალკოჰოლისტს აბა რას მერჩი
იქნებ სიცოცხლეადრიანიც დავთმო მარტივად,
მადამ არ მინდა ''ტრიფტაზინი'' მქონდეს ძარღვებში,
მკლავენ და სჯერათ სიყვარულის ალტერნატივა.
ფირებს გვირილის ფოთლებივით სცვივათ
ეს კაცი ჩამოახრჩვეს ერაყში, რადგან მან არ უარყო იესო ქრისტე! შეხედეთ მის სახეზე სიხარულს, როგორ ემშვიდობება ოჯახს... რამეთუ არ არსებობს ქრისტიანისთვის უფრო მეტი ბედნიერება ვიდრე ქრისტესთვის სიკვდილი. „მე ვამაყობ, რომ ვარ ქრისტიანი“