შვილო! დადგება დღე, როცა მე დავბერდები და მაშინ, გამოიჩინე მოთმინება რომ გამიგო.
თუ ჭამისას დავისვარე, თუ ვერ მოვახერხე ჩაცმა შენი დახმარების გარეშე, იყავი მომთმენი, გაიხსენე, რამდენი ხანი დამჭირდა, რომ შენთვის მესწავლებინა იგივე.
თუ ლაპარაკისას ათასჯერ გავიმეორებ ერთი და იგივეს, ნუ შემაწყვეტინებ, მომისმინე ბოლომდე, როდესაც პატარა იყავი ათასჯერ მიწევდა შენთვის წამეკითხა ერთი და იგივე ზღაპარი, რომ უზრუნველად ჩაგძინებოდა.
როცა ნახავ, რომ ვერ ვერკვევი ახალ ტექნოლოგიებში, ცოტა მადროვე და ნუ მიყურებ დამცინავად, მე იმდენი რამ გასწავლე, როგორ გეჭამა სწორად, როგორ ჩაგეცვა ლამაზად, როგორ გებრძოლა ცხოვრებისეულ სირთულეებთან.
თუ როდესმე დამავიწყდება რამე და ჩვენს საუბარს უაზროს გავხდი, დამაცადე რამ
ვიცი,რომ ოდესმე ჩვენ სადღაც შევხვდებით,
მე მხრებზე მოგახვევ ჩემს სითბოს ბავშვურად,
არაფერს არ გკითხავ,არც ვითხოვ არაფერს,
უბრალოდ სულ შენთან მსურდა და ასრულდა.უბრალოდ თვალებით გეტყვი,რომ მციოდა,
რომ ბევრჯერ ვიჩხუბე საკუთარ წარსულთან,
რომ ბევრჯერ წვიმაში უაზროდ გეძებე,
ხმამაღლა ვიტირე - იქნება დაბრუნდა?!...რამდენი გზადგზა გიგროვე ღიმილი,
უშენოდ აპრილში იებიც გახუნდა,
არასდროს ვყოფილვარ მეც თითქს პატარა,
ბავშვობა სადღაც შორს,მთის მიღმა ჩასულა.....................კედლებზე მე მაინც შენს სახეს ვხატავდი,
ყოველ დღე ვაწერდი მოვიდა....დაბრუნდა,
ქუჩაში ტირილით ვითხოვდი სიყვარულს,
უშენოდ ამ ქვეყნად დარჩენა არ მსურდააააააააა!!!!!!!!